Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის სასამართლომ არ გაათავისუფლა ასანჟი გირაოს სანაცვლოდ, აშშ მის ექსტრადიციაზე უარს ასაჩივრებს


 ასანჟის მომხრეები ლონდონში სასამართლოს შენობასთან. 4 იანვარი, 2021 წელი.
ასანჟის მომხრეები ლონდონში სასამართლოს შენობასთან. 4 იანვარი, 2021 წელი.

ბრიტანეთის მოსამართლემ უარი თქვა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს „ვიკილიკსის“ დამაარსებელი ჯულიან ასანჟი, რომლის აშშ-ში ექსტრადირებაზე იმავე მოსამართლემ ორი დღის წინ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება.

ასანჟს აშშ-ში ბრალი აქვს წაყენებული საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნების გამო. აშშ-მა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ლონდონელმა მოსამართლემ, ვანესა ბარეიტსერმა, 6 იანვარს განაცხადა, რომ ასანჟი უნდა დარჩეს საპატიმროში, სადაც ის 2019 წლის შემდეგ იმყოფება, სანამ არ განიხილავენ ექსტრადიციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გამო საჩივარს.

ასანჟს აქვს „სტიმული, მიიმალოს“ და კარგი შანსი - აღარ მოხვდეს სასამართლოს წინაშე, თუ გაათავისუფლებენ, განაცხადა ბარეიტსერმა, როცა გადაწყვეტილებას იღებდა.

ექსტრადიციაზე უარის გამო აშშ-ის სარჩელი კიდევ უფრო გააფართოებს სასამართლო დავებს ათწლიან ისტორიაში, რომელსაც 49 წლის ავსტრალიელის მომხრეები მედიის თავისუფლების საკითხად მიიჩნევენ.

აშშ-ში ასანჟს წაყენებული აქვს 17 ბრალდება ჯაშუშობაში და ერთი - კომპიუტერის არამართებულ გამოყენებაში 2010-2011 წლებში „ვიკილიკსის“ მიერ ათასობით სამხედრო და დიპლომატიური საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნებასთან კავშირში.

ასანჟის ადვოკატები თვლიან, რომ ის შეიძლება ციხეში მოხვდეს 30-40 წლით. აშშ-ის პროკურატურა ამბობს, რომ მას, მაქსიმუმ, 5-წლიანი პატიმრობა ელის.

XS
SM
MD
LG