Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა ორი თვით გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა კალესნიკავას


ბელარუსის სასამართლომ ორი თვით გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა ოპოზიციონერ მარია კალესნიკავას, რომელსაც წაყენებული აქვს ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული ბრალდება.

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, კალესნიკავას პატიმრობა გაუგრძელეს 8 მარტამდე.

მარია კალესნიკავა საკოორდინაციო საბჭოს საკვანძო წევრია. საბჭო ბელარუსის პოლიტიკურმა ოპოზიციამ შექმნა ძალაუფლების გადაცემის მიზნით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგები არ აღიარა ოპოზიციამ, ასევე დასავლეთმა, რადგან, მათი შეფასებით, მოხდა კენჭისყრა გაყალბდა.

კალესნიკავა დააპატიმრეს სექტემბერში და ბრალად დასდეს ქმედება, რომლისკენაც ის ხალხს მოუწოდებდა მედიით და ინტერნეტით და რომელიც, ბელარუსის ხელისუფლების თანახმად, ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას. თუ ბრალდება დაუმტკიცეს, მას ხუთ წლამდე პატიმრობა ელის.

ბელარუსში მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობს აგვისტოს არჩევნების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური შედეგებით გაიმარჯვა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ და მეექვსე ვადით გამოაცხადა თავი პრეზიდენტად.

ლუკაშენკას ხელმძღვანელობით ბელარუსში გამოსვლებს მასობრივად ახშობენ, დაკავებულია 30 ათასზე მეტი ადამიანი. საპატიმროებიდან იტყობინებიან წამების შესახებ.

ევროკავშირი და აშშ არ აღიარებენ ლუკაშენკას პრეზიდენტობას და მას, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, სანქციები დაუწესდათ.

XS
SM
MD
LG