Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩხერეში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღით გასროლის შედეგად 


8 წლის ბავშვი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღიდან (ე.წ. კისტის თოფისგან) გასროლის შედეგად საჩხერეში. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ცნობა დაადასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. არსებული ინფორმაციით, გოგონას მიმართულებით დაახლოებით ამავე ასაკის ბავშვმა გაისროლა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით).

XS
SM
MD
LG