Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი, რომელსაც ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისას ესროლეს, გარდაიცვალა


ქალი, რომელსაც აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის მოძალადე მომხრეების შეჭრისას ესროლეს, მედიის ცნობებით, გარდაიცვალა.

ცნობით, მას კისერში მოხვდა ტყვია 6 იანვარს ძალადობისას შენობაში, სადაც აშშ-ის კანონმდებლები საარჩევნო კოლეგიის ხმებს ითვლიდნენ, რათა აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენი დაემტკიცებინათ.

ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუზერმა განაცხადა, რომ საქმეს იძიებენ, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

ოთხსაათიანი ქაოსის შემდეგ, რაც მოჰყვა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ტრამპის მოძალადე მომხრეების შეჭრას, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმი კვლავ „უსაფრთხოა“.

XS
SM
MD
LG