Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: შორენა თეთრუაშვილის PCR ტესტის პასუხი ხვალ იქნება


საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, კორონავირუსზე პატრიარქის მდივან-რეფერენტი​ს PCR ტესტის პასუხს ხვალ, 8 იანვარს ელოდებიან. ის კოვიდინფიცირემული მეუფე ანტონის კონტაქტია.

"მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია", - აცხადებენ საპატრიარქოში.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრუაშვილის კორონავირუსი დაუდასტურდა, რადიო თავისუფლებას კი საპატრიარქოში უთხრეს, რომ ის კოვიდინფიცირებულის კონტაქტი იყო. საპატრიარქოს იოაკიმესა და ანას სახელობის კლინიკის მთავარი ექიმი, ვეფხია ოდიშარია არ აკონკრეტებდა გაუკეთეს თუ არა შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსზე ტესტი.

პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა კი ვარაუდობს, შორენა თეთრუაშვილს არ დაუდასტურდება ვირუსი, რომელსაც პატრიარქთან კონტაქტი 4 იანვარს, მის დაბადების დღეზე ჰქონდა.

"მეუფე ანტონთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც 3 იანვარს დაუდასტურდა კორონავირუსი. შორენა თეთრუაშვილს მასთან ჰქონდა კონტაქტი. ის 4 იანვრიდან არის თვითიზოლაციაში. ამ დროს ის გადამდები ვერ იქნებოდა. როგორც კი დადასტურდა მეუფეს ვირუსი, მოხდა კონტაქტების თვითიზოლაცია. ამაში მოხვდა თვითონაც [შორენა თეთრუაშვილი]. მეუფე ანტონს შეხება არ ჰქონდა პატრიარქთან, როცა ის გადამდებ ფაზაში იყო", - აცხადებს ექიმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG