Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წელი გავიდა ირანის მიერ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ


ირანის ხელისუფლებამ ვერ შეძლო გამჭვირვალე და სანდო გამოძიების ჩატარება 2020 წლის 8 იანვარს, უკრაინული ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიხაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, - ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ განცხადებაში.

თვითმფრინავი „ბოინგ 737-800 NG, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 8 იანვარს დილით აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის მახლობლად. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი. 7 ქვეყნის მგზავრებს შორის იყო 11 უკრაინის მოქალაქე - ეკიპაჟის 9 წევრი და 2 მგზავრი.


ირანმა მხოლოდ 11 იანვარს აღიარა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის საზენიტო-სარაკეტო დანადგარით ჩამოგდება, რასაც უწოდა შეცდომა და საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ირანმა უკრაინას გაუგზავნა ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი, რომლის თანახმად, კიევი და დაღუპულთა ოჯახების წევრები უნდა დათანხმებოდნენ თეირანის ვერსიას, თითქოს, კატასტროფის მიზეზი იყო „ადამიანური შეცდომა“ და უარი უნდა ეთქვათ თვითმფრინავის ჩამოგდებაში დამნაშავეთა მოძიების მიზნით სასამართლოში ჩივილზე.


უკრაინამ ასეთ წინადადებაზე უარი განაცხადა.

Human Rights Watch-თან ინტერვიუში დაღუპულ მგზავრთა ოჯახების წევრები აცხადებდნენ, რომ ირანის ხელისუფლებამ მათ არ დაუბრუნა მათი ახლობლების ძვირფასეულობა. ხოლო ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები მათ აშინებდნენ და დევნიდნენ, რათა ხელი შეეშალათ სამართლიანობის ძებნაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG