Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფორმულის" საინფორმაციოს უფროსი გიორგი ლაფერაშვილი აღარ იქნება


ტელეკომპანია "ფორმულის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.

"საინფორმაციო სამსახურში ოდნავ ცვლილება არის. ბორდი კეთდება, რომლის წევრი მე და პროდიუსერები ვიქნებით... მე როგორც ვიცი, არანაირი ცვლილება არ იგეგმება საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულებით", - ამბობს ლაფერაშვილი.

ის ამბობს, რომ ახლა ტოქშოუების მიმართულებას უხელმძღვანელებს და ამ მიმართულებით სიახლეებს აანონსებს. მისი თქმით, ამ დრომდე ეს თანამდებობა არ არსებობდა.

რადიო თავისუფლებას სურდა არხის დირექტორის, ზუკა გუმბარიძის პოზიციის მოსმენაც, თუმცა მასთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

გიორგი ლაფერაშვილი "ფორმულაში" გახსნის დღიდან მუშაობს. ის საინფორმაციოს ხელმძღვანელის თანამდებობას ამ დრომდე იკავებდა. მანამდე ლაფერაშვილი "რუსთავი 2"-ის ტოქშოუების ხელმძღვანელი იყო, უფრო ადრე კი - ამავე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG