Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: დემოკრატები ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ზომებს განიხილავენ


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ 8 იანვარს დემოკრატიული პარტიის შეკრებაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ამჯერად მეტი დემოკრატი კანონმდებელი უჭერს მხარს, ვიდრე მისი პირველი იმპიჩმენტისას.

პელოსიმ ასევე თქვა, რომ შტაბის უფროსთა გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარეს, მარკ მილის ესაუბრა „უსაფრთხოების შესაძლო ზომებზე, რათა არასტაბილურ პრეზიდენტს ხელი შეეშალოს შეიარაღებული დაპირისპირებების პროვოცირებაში ან ბირთვული იერიშის დასაწყებად ბრძანების გაცემისთვის საჭირო კოდებზე წვდომაში.“ პელოსის თქმით, ტრამპი საფრთხეს წარმოადგენს.

წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა კეთრინ კლარკმა 8 იანვარს CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პროცედურული ზომების წყალობით კანონმდებლებს ბევრად უფრო სწრაფად შეუძლიათ მოქმედება, ვიდრე ეს შარშან იყო ტრამპის იმპიჩმენტისას.

XS
SM
MD
LG