Accessibility links

logo-print logo-print

ბრიტანეთი ხსნის 7 მსხვილ ცენტრს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესის დასაჩქარებლად


11 იანვრიდან ბრიტანეთში გაიხსნება 7 მსხვილი ვაქცინაციის ცენტრი, რამაც უნდა დააჩქაროს მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით აცრის პროცესი.

ამჟამად, ყოველდღიურად, ქვეყანაში აცრები უტარდება დაახლოებით 200 000 ადამიანს. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თანახმად, საჭიროა, რომ კვირაში 2 მილიონამდე გაიზარდოს ვაქცინირებულთა რაოდენობა, რათა თებერვლის შუა რიცხვებში დასრულდეს იმუნიზაცია მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფებისა, როგორიც არიან ხანდაზმულთა სახლებში მყოფი და ასევე 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, მედიცინის და სოციალური სფეროს მუშაკები.

ვაქცინაციის ახალი ცენტრები განთავსდება მათ შორის ლონდონის ერთ-ერთი საველე საავადმყოფოს, ბრისტოლის საფეხბურთო სტადიონის, მანჩესტერის ჩოგბურთის კლუბისა და ეპსომის იპოდრომის ტერიტორიებზე.

მასობრივი ვაქცინაციის დაჩქარების ფონზე დიდ ბრიტანეთში კვლავ მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, 10 იანვარს ბრიტანეთში გამოვლინდა 300 000 ახალი ინფიცირებული. ხოლო პანდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 800 000 ადამიანი, რითაც ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG