Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა მარგველაშვილი „მსოფლიოს მასტერსზე“ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს


ვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრს, ვაჟა მარგველაშვილს, დოჰაში მიმდინარე „მსოფლიოს მასტერსის“ საპრიზო სამეულს ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებს. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დილის პროგრამაში ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო, რეპეშაჟის ფინალში გავიდა და ამ საღამოს ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველ დენის ვიერუს დაუპირისპირდება.

2021 წლის სეზონის პირველ საერთაშორისო ტურნირზე დღეს საქართველოს სახელით კონკურენციაში სულ ექვსი ძიუდოისტი ჩაება. ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (52 კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (57 კგ) პირველსავე შეხვედრაში დამარცხდნენ, თემურ ნოზაძე (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) კი მასტერსს თითო მოგების შემდეგ გამოეთიშნენ.

XS
SM
MD
LG