Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-მა უკრაინის სანქციების სიას დაუმატა შვიდი პირი და ოთხი უწყება


ანდრეი დერკაჩი

აშშ აცხადებს, რომ შვიდ უკრაინელ პირს და უკრაინის ოთხ უწყებას - ვებსაიტებს და მედიაორგანიზაციებს - დაუწესა სანქციები, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო. ამ განცხადებას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო 11 იანვარს ავრცელებს.

ამ სიაში შეყვანილ პირებს და უწყებებს ებლოკებათ აშშ-ში არსებული ქონება და აშშ-ის მოქალაქეებს ზოგადად ეკრძალებათ მათთან საქმის დაჭერა.

სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, სანქციების სამიზნეები არიან "რუსეთთან დაკავშირებულ უცხოეთის სადაზვერვო ქსელს, რომელიც ასოცირებულია ანდრეი დერკაჩთან". დერკაჩს, რომელსაც რუსეთის აქტიურ აგენტად მიიჩნევენ, სანქციები სექტემბერში დაუწესდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG