Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Chaque instant de ma vie est chargé


ავტორი: Lucas Camus

ხმაური,კიდევ ხმაური,კიდევ უფრო მეტი ხმაური და მძვინვარება დედამიწისა..მოკვლა ჯერ სხვისი,მერე შენი თავის..გაზქურაზე დადგმული ქვაბის ოხშივარი..მთის რისხვა..ადამიანთა ბოროტული ჩაცინება შენი მიტოვებისას..ფსიქოზი,გადახრა,თერაპევტი,კლიმაქსი,სუიციდი,გაქრობა,დაბადება,რისხვა,გაფლანგვა..ნარკოტიკი,კანფეტი,ომლეტი,ბაყაყი,ტარაკანა,მგელი,ნავთი და გაზი..ამობურცული სიბრტყე,დაპრყობილი ქალაქები,მიტოვებული ადგილები,ტალღების შეხეთქება..მუსიკა და წიგნი,ფილმი და ამფითეატრი,დაბადება და სიკვდილი,არარა და ყოფიერება,არა და კი..სიძულვილი,დაჭრა,ტკენა,ვნება,აღქმა,ტვინის დათხევა,სიცოცხლის ბოლო წამები,ფსკერი და უფსკრული..ნაყარ-ნუყარი ეგზისტენცია,ნათრევი ყოფიერება,დატანჯული რეალია,გახარჯული სითბო,გულაზიდული ჯოჯოხეთი..კაიფი და სიფხიზლე,სიფხიზლე და კაიფი,კაიფში სიფხიზლე,სიფხიზლეში კაიფი..ათობით გალეული წელი არარაობაში,დამიწება და სიკვდილი,გაქრობა და დამახინჯება..მიტოვება,მარტოობა,მარტოსული,ნატკენი,სატკენი,გამქრალი,ჩამხრჩვალი,ნატანჯი,დაგდებული,გათელილი,მოღიმარი,გული მკვდარი..ეთიოპია და შრი-ლანკა,ბანგლადეში და ბრიტანეთი,ალჟირი და ავსტრალია,ნამიბია და...სამყაროს ხმა და რუმის დარიგება,ბუდა და სხივები,იესო და ტანჯვა,მუჰამედი და მოგზაურობა,ლოიოლა და შოლტი,ლუთერი და წიგნის ჭია..კიტრის წნილი,ბაგეტი,პროვასანი,ბერგამო,ნაივური.სუპერი.საშუალო ზომის ფუმფულა მკერდი და ღრმა თვალები..მარტი და სიმშვიდე..ჭიაღუები და კოღოები,ტარაკნები და მატლები..წითელი ჯინსი,მწვანე პიჯაკი,თეთრი თმები,დიდი პირსინგი,ტატუ იქ სადაც ვერავინ ნახავს..სერიალის ბოლო სერია,ფილმის ბოლო წუთები,წიგნის ბოლო გვერდები,სექსის ბოლო ფაზა,შამპუნის ბოლო წვეთები,მუსიკის ბოლო ნოტი,ძილის წინ ბოლო ფიქრი,სამყაროს ბოლო ამოსუნთქვა,სისხლის ბოლო წვეთი,ფიალის ბოლო ნამსხვრევი,ტკივილის ბოლო ნარჩენი,რელიგიის ბოლო რიტუალი,ტელეფონის ბოლო პროცენტი..’ათ ბალიანი სისტემიდან რამდენით შეაფასებდი?’ ‘გამარჯობა მე .. ვარ და მე .. ვარ, გამააარჯობა ..’ მოგიყვებით როგორ დაიწყო ჩემი ამბავი..ბავშვობის ტრავმა,ღრმად ჩამჯდარი და ჩამარხული,განწირული მუდამ გასახსენებლად,როგორც პირველი კოცნა..მკვდარი დელფინები ოკეანეებში,რომელიც არავის ახსოვს,ტკბილეულის მანქანას მიცვენილი ბავშვები,’მალინა,მალინა’ რომელსაც სამეზობლო ერთიანად ყიდულობს,ქუჩის დამლაგებელი რომლის სამსახურის არსებობის აუცილებლობა არაა..უკოფეინო ყავა,უალკოჰოლო ლუდი,ნახევრად ორსული ქალი..პარალიჩი,სიმსივნე,კიბო და კაპროლალია..ლურჯი ცა..რათ მინდა შენი კონკრეტიკა ისედაც ვიცი რო ცა ლურჯია,მზე ყვითელი,ადამიანი კი მიგდებული..ინტერნეტის ‘დატას’ 60% პორნოგრაფიაა,გილოცავთ..’აუ პდფ არ იშოვება?’ ‘როგორ წერს ეგ ქულებს?’ ‘შეჩემა ისეთი პონტია რა’ ‘აუ იიიის მომეცით რა ორი ცალი’ პრეზერვატივი შეჩემა პრეზერვატივი,ჯანმრთელობა არ ტეხავს..’აუ ეს თამბლერა დეპრესიული ბავშვია’,’ეე მიდი აბა თავი მოიკალი’,’გაა**ი აქედან შენი აზრი არავის აინტერესებს,აქ სოციალური ქსელია’..მიშველეთ,მოვკვდები,დავიცალე..მე დაბადების დღეზე არავის ვახსოვარ..’აუ გასულ უიქენდზე დავიმხეთ ყველაფერი თავზე,ბერლინელი დიჯეი იყო’..

მომკალით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG