Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმნაძის ინფორმაციით, 1 თებერვლიდან სავაჭრო სფერო მთლიანად გაიხსნება


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

კორონავირისის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ილაპარაკა ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

„ვიცით, რომ 1 თებერვლიდან დაანონსებულია. სავაჭრო სფერო მთლიანად გაიხსნება", - აღნიშნა იმნაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 13 იანვარს თქვა, რომ 1 თებერვლიდან იგეგმება სავაჭრო ქსელებისა და მოლების გახსნა, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ბიზნესის სხვა სფეროების გახსნაზე მთავრობა იმსჯელებს იანვრის ბოლოს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 21 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2867-მდე გაიზარდა.

გასულ 24 საათში ჩატარებული 15 891 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1357 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 748-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 228 359.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 244 612 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG