Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამსახურის დაკარგვის შემდეგ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად განაცხადი 45 ათასმა პირმა შეავსო


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის ფარგლებში დაკარგული სამსახურის გამო დახმარების მისაღებად განაცხადი 45 ათასმა პირმა შეავსო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე და 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი განაცხადების მიღება... მე მინდა ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ გააკეთოს ეს განაცხადი", - თქვა გახარიამ.

ახალი ტალღის ფარგლებში დახმარებას მიიღებენ ის პირები, ვინც სამსახური დაკარგა 2020 წლის დეკემბრიდან სამი თვის განმავლობაში. დახმარება 6 თვის განმავლობაშია გათვალისწინებული, თვეში 200 ლარის მოცულობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG