Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის ხელისუფლება განიხილავს სავარაუდო სპეციალური ბანაკის შექმნას დემონსტრაციებში მონაწილეთა იზოლირებისთვის


ნიკოლაი კარპენკოვი კოლეგებთან ერთად

ბელარუსის ოპოზიციის მომხრე ყოფილი ძალოვანი უწყებების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა BYPOL-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელზეც ისმის ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლაი კარპენკოვის ხმა.

სავარაუდო მაღალჩინოსანი, კერძოდ, ლაპარაკობს დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენებასა და ასევე ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოწინააღმდეგეთა სპეციალურ „ბანაკში“ იზოლირების თაობაზე.


ჩანაწერის ნამდვილობა არ არის დადასტურებული. საუბრის გაშიფრული სრული ვერსია გამოცემა Tut.by-მ გამოაქვეყნა.

სავარაუდოდ, ჩანაწერი გაკეთებულია კაპერნკოვის შეხვედრის დროს იმ სპეციალური ქვედანაყოფის პირად შემადგენლობასთან, რომელსაც იგი ოქტომბრის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის.

ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG