Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ფიჯის წარმომადგენელი, მან აჯობა უზბეკ და ბაჰრეინელ კანდიდატებს


გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომა ჟენევაში, 2018 წელი.
გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომა ჟენევაში, 2018 წელი.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ ფიჯის ელჩი აირჩია თავის პრეზიდენტად ერთი წლით, უპრეცედენტო კენჭისყრაში დიპლომატიური დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ხელს უშლიდა კონსენსუსზე დამყარებულ გადაწყვეტილებას.

წყნარი ოკეანის არქიპელაგის ელჩს ჟენევაში, ნაჟატ შამიინ ხანს, დასავლეთის ქვეყნების ფავორიტ კანდიდატს, 47-დან 29 წევრი მიემხრო.

ხანმა განათლება მიიღო ბრიტანეთში და ის ყოფილი მოსამართლეა. მან აჯობა უზბეკეთის და ბაჰრეინის წარმომადგენლებს, რომლებმაც, შესაბამისად, ოთხი და 14 ხმა მოიპოვეს.

ფიჯის წარმომადგენლის გამარჯვებას მიესალმნენ უფლებადამცველი ჯგუფები და მათთან ერთად International Service for Human Rights-ის თავმჯდომარე, ფილ ლინჩი, რომელმაც განაცხადა, რომ „ბაჰრეინის და უზბეკეთის აშკარა მარცხი აჩვენებს, რომ პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არ უნდა იყვნენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც თვითონ ზღუდავენ, დამნაშავეებად აცხადებენ და რეპრესიებს უწყობენ „უფლებების დამცველებს“.

მეთვალყურეთა თანახმად, ფიჯიმ საბჭოში გაერთიანებისთანავე, 2019 წლიდან, დაიკავა მტკიცე პოზიცია, რამაც ზოგიერთ ქვეყანას ხანის მიმართ გაუჩინა ფიქრი, რომ ის „აქტიური“ პრეზიდენტი იქნება. Human Rights Watch-ის ხელმძღვანელი, კენ როთი ფიქრობს, რომ ჩინეთის, რუსეთისა და საუდის არაბეთის მცდელობები, დაასუსტონ ადამიანის უფლებების საბჭო, იმის მაჩვენებელია, რომ სურთ თავიდან აიცილონ დაგმობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG