Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის გრან პრიზე ათი ქართველი მოჭიდავიდან ცხრა ნახევარფინალში გავიდა


თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საერთაშორისო არენას დაუბრუნდა. ნიცაში, ანრი დელანის სახელობის პრესტიჟულ ტურნირზე, გრან პრიზე მედლების ათივე კომპლექტი დღეს, რამდენიმე საათში უნდა გათამაშდეს და გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი გუნდი ბრწყინვალე შედეგის შანსს ინარჩუნებს - ათი ქართველი მოჭიდავიდან ცხრამ დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალს თითო შეხვედრის მოგება აშორებთ: ბექა ბუჯიაშვილს (57 კგ), ბექა ლომთაძეს (61 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილს (70 კგ), დავით ტლაშაძეს (74 კგ), ნიკა კენჭაძეს (79 კგ), დათო მარსაგიშვილს (86 კგ), გივი მაჭარაშვილსა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ). საქართველოს ნაკრების წევრთაგან საჩემპიონო ბრძოლას მხოლოდ ირაკლი მწითური (92 კგ) გამოეთიშა.

XS
SM
MD
LG