Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ირანის, უკრაინის საკითხებში ვეტერან დიპლომატებს ასახელებს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამდებობებზე


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტის რანგით მეორე პოსტზე წარადგინა ვენდი შერმანი - ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი ბირთვული ხელშეკრულების შესახებ ირანთან შეხვედრებზე, 2015 წელს.

ბაიდენის გუნდმა 16 იანვარს გამოაცხადა, რომ შერმანი სახელმწიფო მდივნის მოადგილე იქნება. შერმანი აშშ-ის მთავარი წარმომადგენელი იყო მოლაპარაკებებში, რომელმაც შედეგად მოიტანა თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის ბირთვული ხელშეკრულების გაფორმება. ამ ხელშეკრულებით, თეირანმა იკისრა თავისი ატომური პროგრამის შეზღუდვა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. თუმცა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა გაღრმავდა 2018 წლის შემდეგ - მას მერე, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა, რადგან შეთანხმება, მისი თქმით, საკმარისად მკაცრი არ იყო და ირანს აღუდგინა ეკონომიკური სანქციები. ამის პასუხად ირანმა - რომელიც აცხადებს, რომ მისი ატომური პროგრამა სამოქალაქო მიზნებს ემსახურება - ნელ-ნელა დაიწყო ხელშეკრულების პირობების დარღვევა და აცხადებს, რომ მათ სავალდებულოდ აღარ მიიჩნევს.

სახელმწიფო დეპარტამენტის რანგით მესამე, ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ბაიდენმა დაასახელა დიპლომატი ვიქტორია ნულანდი - რომელიც მხარს უჭერდა სახალხო გამოსვლებს უკრაინაში, სადაც 2014 წელს, ამ გამოსვლების შედეგად ხელისუფლებიდან წასვლა მოუხდა პრო-მოსკოვურად განწყობილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს.

XS
SM
MD
LG