Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი რუსეთში ბრუნდება, პატიმრობის საფრთხის ფონზე


რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ბრუნდება, მიუხედავად რუსეთის მესვეურების განცხადებისა, რომ მისი დაპატიმრება და ციხეში პოტენციურად რამდენიმე წლით ჩასმა სურთ.

ნავალნი მოსკოვში უნდა ჩავიდეს ბერლინიდან, სადაც მას თვეების განმავლობაში მკურნალობდნენ, მას მერე, რაც მოწამლეს - რაშიც თავად ის რუსეთის ხელისუფლებას სდებს ბრალს.

ნავალნიმ 13 იანვარს გამოაცხადა, რომ აპირებს რუსეთში დაბრუნებას, მიუხედავად მიღებული გაფრთხილებისა, რომ რუსეთის ფედერალურ პენიტენციურ სამსახურს მისი დაპატიმრება სურს - რაც გზას უხსნის კიდევ ერთ, პოტენციურად დრამატულ კონფლიქტს ნავალნისა და კრემლს შორის. გასულ თვეში რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ნავალნის დაუყოვნებლივ მოთხოვა რუსეთში დაბრუნება და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას ციხე ემუქრება, პირობითი პატიმრობის წესების დარღვევის გამო. ეს სასჯელი უკავშირდება 2014 წელს ნავალნის დამნაშავედ ცნობას გაყალბებაში და კრიმინალური ინსპექტორებისგან დამალვას.

ნავალნის მხარდამჭერები აპირებენ, მას ვნუკოვოს აეროპორტში დახვდნენ. მოსკოვის გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ ეს ღონისძიება უკანონო იქნება, რადგან უნებართვოდ გაიმართება. აეროპორტს COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები მოაქვს მიზეზად და აცხადებს, რომ შენობაში არ შეუშვებს მედიის წარმომადგენლებს.

გამგზავრების წინ, ნავალნიმ გერმანელებს მადლობა გადაუხადა თავის ფეისბუკის გვერდზე და თქვა, რომ ისინი არ ესადაგებიან მათ შესახებ არსებულ სტერეოტიპებს.

XS
SM
MD
LG