Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მნიშვნელოვანია, ირანი და აშშ დაუბრუნდნენ ბირთვულ ხელშეკრულებას


ჟან-ივ ლე დრიანი
ჟან-ივ ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გაგრძელების გამო აუცილებელია, თეირანი და ვაშინგტონი სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ამ შეთანხმებას.

ჟან-ივ ლე დრიანი ამ განცხადებით გამოვიდა ინტერვიუში, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა - რამდენიმე დღით ადრე მანამ, სანამ პოსტს დატოვებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც ქვეყანა გამოიყვანა ირანთან გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებიდან.

ივნისში ირანში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნულია და, ლე დრიანის თქმით, აუცილებელია, ირანელებს უთხრან, რომ ურანის გამდიდრების მათი სამუშაოები უკვე ძალიან შორს წავიდა, და ირანი და აშშ ხელშეკრულებას უნდა დაუბრუნდნენ.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა აშშ გამოიყვანა ხელშეკრულებიდან და "მაქსიმალური ზეწოლის" კამპანიის ფარგლებში ირანს ეკონომიკური სანქციები აღუდგინა.

ლე დრიანმა გაზეთ Journal du Dimanche-ს ინტერვიუში უთხრა, რომ ამ კამპანიამ "მხოლოდ გაზარდა რისკი და საფრთხე". საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა: "ეს უნდა შეწყდეს, რადგან ირანი - და ამას მკაფიოდ ვამბობ - ატომური [იარაღის] შესაძლებლობების მოპოვების პროცესშია".

თეირანი ყოველთვის უარყოფდა, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. ის აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG