Accessibility links

site logo site logo

იუწყებიან, რომ თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროსთან ჩაიძირა რუსეთის სატვირთო გემი


სააგენტო როიტერსი, თურქეთის ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ შავი ზღვის პროვინცია ბარტინთან ახლოს ჩაიძირა რუსეთის სატვირთო გემი. ადგილობრივი გუბერნატორი მედიას ეუბნება, რომ მიმდინარეობს სამუშაოები ეკიპაჟის 15 წევრის გადასარჩენად.

ბარტინის გუბერნატორი, სინან გიუნერი ამბობს, რომ სატვირთო გემი ჩაიძირა ინკუმუს რეგიონის სანაპიროსთან და დასძენს, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის, - იუწყება სახელმწიფო მედია ანადოლუ.

ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG