Accessibility links

logo-print logo-print

პოლიცია პანკისში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულს ეძებს


დანაშაულის ჩადენის ადგილი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისთან, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. პირველადი ინფორმაციით, დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული და მოკლული მეზობლები იყვნენ.

ბრალდებულმა, რომელიც დაახლოებით 46 წლის არის, შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოასწრო.

რა შეიძლება გამხდარიყო პანკისის ხეობის სოფელ დუისში 40 წლის იბრაგიმ ქავთარაშვილის მკვლელობის მიზეზი, ხეობაში ამის შესახებ ღიად ჯერჯერობით არ ლაპარაკობენ.

თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულმა, ამჟამად მოკლულ იბრაგიმ ქავთარაშვილს უსაყვედურა, თუ რატომ არ იმყოფებოდა ის რამდენიმე კვირის წინ, მისი ოჯახის წევრის დაკრძალვაზე.

გარდაცვლილის ახლობლები და მეზობლები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს სხვა დროს დაპირისპირება არ ჰქონიათ, ყოველ შემთხვევაში მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

დუისში მცხოვრები მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, იცის მხოლოდ ის, რომ ორ პირს შორის შელაპარაკება მოხდა.

„წარსულში არანაირი დაპირისპირება არ ჰქონიათ. ამ შემთხვევის დროს ისინი ყოფილან მარტო, ამიტომ რა მოხდა ადგილზე, არ ვიცი“, - თქვა მაჩალიკაშვილმა.

დანაშაულის ჩადენის ადგილი
დანაშაულის ჩადენის ადგილი

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ პოლიციელები. დანაშაულის ჩადენის ადგილს პოლიცია იცავს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, გამოძიება დაადგენს, რა იყო მკვლელობის მოტივი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG