Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუშინდელთან შედარებით თბილისში ინფიცირების მაჩვენებელი 72-დან 647-მდე გაიზარდა


ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების ახალი მაჩვენებლის პროპორციულად გაიზარდა თბილისში შემთხვევების რაოდენობა. ქვეყანაში გამოვლენილი1 550 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი კვლავ თბილისზე მოდის. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რამდენჯერმე განმარტა, ორშაბათობით მაჩვენებლების კლება კვირა დღეს ნაკლები მიმართვიანობის შედეგია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 17 398 ტესტი.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 647,
  • აჭარა - 58,
  • იმერეთი - 249,
  • ქვემო ქართლი - 93,
  • შიდა ქართლი - 95,
  • გურია - 53,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 145,
  • კახეთი - 106,
  • მცხეთა-მთიანეთი - 41,
  • სამცხე-ჯავახეთი - 49,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 249 465 შემთხვევა. მათგან 235 130 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 2973 ადამიანი.

XS
SM
MD
LG