Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინი იანვრის ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს


ტოჩინოშინი
ტოჩინოშინი

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ, 2020 წლის სეზონის პირველი ბაშოს დასრულებამდე ოთხი დღით ადრე, ოფიციალურად დაკარგა შეჯიბრების დადებითი ბალანსით დასრულების შანსი. ტოჩინოშინის საბრძოლო მეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე მეოთხე მაეგაშირას რანგში ადის დოჰიოზე, დღეს კომუსუბი მიტაკეუმისთან დამარცხდა და თერთმეტი ტურის შემდეგ სამი მოგება და რვა წაგება მოუგროვდა.

მარტის ბაშოს ტოჩინოშინი გაუარესებული რეიტინგით შეხვდება. ახლა მისი მთავარი ამოცანაა ბოლო ოთხ ბრძოლაში ქულათა მაქსიმუმი აიღოს, რათა ძალიან ბევრით არ დაიხიოს უკან.

მეთორმეტე ტურის შეხვედრები 21 იანვარს გაიმართება და ლევანის მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკოტოფუჯი იქნება. აქამდე ერთმანეთს ათჯერ დასჭიდებიან და საერთო ანგარიში თანაბარია - 5:5.

XS
SM
MD
LG