Accessibility links

logo-print logo-print

მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან


​ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს ვიცე-პრემიერები იქნებიან. ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, მაია ცქიტიშვილი პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის საკითხების კურატორი იქნება.

"კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არის საქართველოსთვის პრიორიტეტული, ეს არის ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დღეს, როდესაც რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება სულ უფრო მეტი მნიშვნელობა... ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი", - თქვა გახარიამ.

ცქიტიშვილი ამ თანამდებობას გახარიას დაკომპლექტებულ მთავრობაში უკვე იკავებდა, ზალკალიანი კი მას შემდეგ გახდა ვიცე-პრემიერი, რაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG