Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის ცენტრში თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა შვიდი ადამიანი შეიწირა


ორმა აფეთქებამ ერაყის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე, შვიდი ადამიანი იმსხვერპლა, 25 დაიჭრა, იტყობინება პოლიცია და მედია.

ოფიციალური პირების ცნობით, 21 იანვრის ორი აფეთქება ბაღდადში მოხდა ტაიარანის მოედანზე, ხალხმრავალ ბაზარზე.

სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, აფეთქება თვითმკვლელებმა მოაწყვეს. ცნობით, ბევრი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია და მიყენებული ზარალიც დიდია.

ბოლო წლებში თვითმკვლელების თავდასხმები ბაღდადში იშვიათი იყო. ბოლო ასეთი იერიში განხორციელდა 2019 წლის ივნისში.

21 იანვრის თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა თავის თავზე არავის აუღია. თვითმკვლელთა თავდასხმებს წარსულში „ისლამური სახელმწიფოს“ ტიპის ექსტრემისტული გაერთიანებები ახორციელებდნენ.

ერაყმა „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა სამწლიანი ბრძოლის შემდეგ 2017 წელს, მაგრამ დაჯგუფება კვლავ აქტიურია უდაბნოსა და მთიან არეალებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG