Accessibility links

logo-print logo-print

ილონ მასკი 100 მილიონი დოლარით დაასაჩუქრებს მას, ვინც ნახშირჟანგის ემისიის შემცირების უკეთეს ტექნოლოგიას შეიმუშავებს


ილონ მასკი მარსზე გაფრენის პროექტის წარმოდგენისას.

ტექნოლოგიების მაგნატმა, ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ ას მილიონ დოლარს ჰპირდება მას, ვინც „უკეთეს“ ტექნოლოგიას შეიმუშავებს ატმოსფეროში ნახშირჟანგის აირის გავრცელების შესამცირებლად. მასკმა ეს დაწერა ტვიტერით და განმარტა, რომ დეტალებზე მომავალ კვირაში ილაპარაკებს.

ტესლას, რომელსაც ასევე განაგებს მასკი, წარმომადგენლები, პრესასთან ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ, იტყობინება Reuters-ი და აზუსტებს, რომ დღესდღეობით მცირე წინსვლაა ამ ტექნოლოგიაში, რომელზეც მასკი ლაპარაკობს და კაცობრიობა იმით შემოიფარგლება, რომ მხოლოდ უბრალოდ ამცირებს ნახშირჟანგის ემისიას.

მასკის განცხადება უკავშირდება კონცეფციას, რომელიც გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად. ბაიდენმა განაცხადა, რომ უნდა დაჩქარდეს მუშაობა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით ატმოსფეროში ნახშირჟანგის ემისიის შემცირების ტექნოლოგიის განვითარებისთვის.

21 იანვარს ბაიდენმა ამ სფეროში ექსპერტი, ჯენიფერ უილკოკსი დანიშნა ენერგეტიკის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე.

ილონ მასკი ცნობილია ამბიციური პროექტებით, რომელთა შორისაა მარსის ათვისება, კოსმოსური ინტერნეტი, ვაკუუმური მატარებელი და სხვა, რომელთა ნაწილის რეალიზება უკვე ხდება.

შარშან მან მოახერხა, პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის პირველ ადგილზე გასულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG