Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID 19-ის 998 ახალი შემთხვევა აღირიცხა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 998 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინდელი მაჩვენებელი 903 იყო.

პანდემიის დაწყების შემდეგ, დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 252 972-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 892-ს უტოლდება.

ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან უდიდესი ნაწილი, 448 შემთხვევა, დედაქალაქშია გამოვლენილი. რეგიონებში სურათი ასეთია: აჭარა - 31, იმერეთი - 170, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 68, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 116, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

XS
SM
MD
LG