Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის კანცელარიასთან შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია გაიმართება


#სოცაფეთქება - აქცია ამ ლოზუნგით სოციალუ ქსელ ფეისბუკში სამოქალაქო საზოგადოების ერთმა ნაწილმა დაგეგმა. 24 იანვარს აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან შეკრებას და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაპროტესტებას გეგმავენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს შეკრება მოიცავს ყველა იმ სეგმენტის პროტესტს, სადაც აკრძალვები „განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს“.

მათი მოთხოვნებია:

  • ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა;
  • სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება;
  • შშმ პირებისათვის თავისუფლად გადაადგილების საშუალება;
  • საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამუშავება;
  • სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენა;
  • კომენდანტის საათის შემსუბუქება და ა.შ.

მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიების "გირჩი - მეტი თავისუფლების", „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებიც.

"ადამიანები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხელისუფლებას დაანახონ საკუთარი ძალა. ქვეყანა სრულად უნდა გაიხსნას", - აცხადებს ახალი "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

„იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებას არ რეაგირებს მოსახლეობისა და ბიზნესის მოთხოვნებზე და უარს აცხადებს შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, „ლელო“ გამოსავალს მხოლოდ ერთიან პროტესტში ხედავს“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაიძულოთ ხელისუფლება, შეიცვალოს ის არაპროპორციული და არათანაზომადი შეზღუდვები, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის მოტივით დაგვიწესა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სოციალურ ფონს და მოქალაქეების მდგომარეობას", - წერს „სტრატეგია აღმაშენებელი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG