Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალი ქვეყანა ცდილობს ხელი შეუშალოს კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას


ჩინეთი ზომებს იღებს ქვეყნის ჩრდილოეთში COVID-19-ის ახალი კლასტერების იზოლაციისთვის. ამკრძალავ მეთოდებს მიმართავენ ბრაზილიასა და ნორვეგიაშიც, რათა ხელი შეუშალონ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას.

ჩინეთმა ჰებეის პროვინციის ქალაქ ნანგონში გახსნა ინდივიდუალური მკურნალობის 2600 ოთახი, იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სინჰუა. პროვინციაში უკვე ჩაკეტილია ფართო არეალები, რათა შეაჩერონ ვირუსის შემდგომი გავრცელება. 24 იანვარს ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ გამოაცხადა, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში პროვინცია ჰებეიში 19 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ჰებეი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, ვინაიდან ის დედაქალაქ პეკინის მახლობლად მდებარეობს.

24 იანვარს ახალ ზელანდიაში ვირუსის გადადების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში.

დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალ ვარიანტს უკვე მოჰყვა ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობის ზრდა. ბრიტანეთში „ლოკდაუნი“ შემოიღეს და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შინ დარჩნენ.

სხვა ვარიანტები აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG