Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი თეირანს შეუერთდა - მოითხოვს, აშშ-მა გააუქმოს ირანის სანქციები


მოსკოვი თეირანს შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართ მოწოდებაში, რომ მან მოხსნას ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები, თუკი სურს გადაარჩინოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლითაც ირანის ბირთვული პროგრამა უნდა შეიზღუდოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თავის ირანელ კოლეგასთან, მოჰამად ჯავად ზარიფთან 26 იანვარს გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ ორი ქვეყანა "იზიარებს პოზიციას" და აშშ-ს მოუწოდებს, მოხსნას სანქციები, რაც იქნება ხელშეკრულების წესების შესრულებასთან ირანის დაბრუნების პირობა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ 2018 წელს გამოიყვანა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან და მკაცრი სანქციები დაუწესა - რამაც თეირანს უბიძგა ხელშეკრულების პირობების ეტაპობრივი დარღვევისკენ. ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ აპირებს დაუბრუნდეს ხელშეკრულებას, თუკი თეირანი მის წესებს კვლავ მკაცრად დაემორჩილება.

მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქმული პოზიცია უარყო საფრანგეთმა, რომელიც აცხადებს, რომ პირველ რიგში ირანმა უნდა შეასრულოს პირობები, რათა აშშ ხელშეკრულებას დაუბრუნდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG