Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-52-მა სპარსეთის ყურეს გადაუფრინა ძალის დემონსტრირებისთვის


აშშ-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-52-მა სპარსეთის ყურეს გადაუფრინა ძალის დემონსტრირებისთვის, რათა „აღკვეთოს პოტენციური აგრესია“ მაშინ, როცა არსებობს შიში, რომ მზარდი დაძაბულობის შედეგად ირანმა შესაძლოა იერიში მიიტანოს აშშ-ის ან რეგიონში მისი მოკავშირეების სამიზნეებზე.

წელს ეს იყო მესამე ასეთი ოპერაცია და პირველი მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თანახმად, ბომბდამშენი 27 იანვარს აფრინდა ლუიზიანის შტატიდან და კვლავ დაუბრუნდა საწყის პოზიციას.

„ამ შორი რადიუსის, ხანმოკლე თავდაცვითი მისიის მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში განათავსოს სამხედრო ავიაცია, რათა აღკვეთოს პოტენციური აგრესია და აჩვენოს აშშ-ის ჩართულობა რეგიონული უსაფრთხოების დაცვაში,“ ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა გამწვავდა 2018 წლიდან, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონი გაიყვანა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულებიდან და ისლამურ რესპუბლიკას მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ სურს დაუბრუნდეს ხელშეკრულებას, თუკი ირანი პატივს სცემს მის პირობებს ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სფეროში. ირანმა ბაიდენს მოუწოდა, ჯერ სანქციები გააუქმოს, სანამ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG