Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროცედურო კომიტეტი იმსჯელებს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე


ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის განკუთვნილი ადგილები პარლამენტის სხდომათა დარბაზში
ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის განკუთვნილი ადგილები პარლამენტის სხდომათა დარბაზში

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის, მათივე განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე.

ეს დეპუტატები არიან:

  1. თეონა აქუბარდია;
  2. არმაზ ახვლედიანი;
  3. დავით ბაქრაძე;
  4. ლევან ბეჟაშვილი;
  5. თინათინ ბოკუჩავა;
  6. გიორგი ბოტკოველი;
  7. გიორგი გოდაბრელიძე;
  8. რომან გოცირიძე;
  9. ხატია დეკანოიძე;
  10. ლევან ვარშალომიძე;
  11. გიორგი ვაშაძე;
  12. გრიგოლ ვაშაძე;
  13. აბდულა ისმაილოვი;
  14. მანუჩარ კვირკველია;
  15. ვახტანგ კიკაბიძე;
  16. დავით კირკიტაძე;
  17. თამარ კორძაია;
  18. ნონა მამულაშვილი;
  19. პაატა მანჯგალაძე;
  20. ნიკა მაჭუტაძე;
  21. ნიკა მელია;
  22. აკაკი მინაშვილი;
  23. ტარიელ ნაკაიძე;
  24. კობა ნაყოფია;
  25. ანა ნაცვლიშვილი;
  26. რამაზ ნიკოლაიშვილი;
  27. კახაბერ ოქრიაშვილი;
  28. სალომე სამადაშვილი;
  29. ხათუნა სამნიძე;
  30. გუბაზ სანიკიძე;
  31. სულხან სიბაშვილი;
  32. ზაალ უდუმაშვილი;
  33. დავით უსუფაშვილი;
  34. ბაჩუკი ქარდავა;
  35. შალვა შავგულიძე;
  36. თამარ ჩარკვიანი;
  37. ცეზარ ჩოჩელი;
  38. ნატო ჩხეიძე;
  39. როსტომ ჩხეიძე;
  40. ანა წითლიძე;
  41. დევი ჭანკოტაძე;
  42. დილარ ხაბულიანი;
  43. მამუკა ხაზარაძე;
  44. დავით ხაჯიშვილი;
  45. ეკატერინე ხერხეულიძე;
  46. ელენე ხოშტარია;
  47. თემურ ჯანაშია;
  48. ბადრი ჯაფარიძე;
  49. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

გუშინ, 27 იანვარს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრებად არჩეული შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაეცემა და მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. 51-ივე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა კენჭი 2 თებერვალს უნდა უყაროს.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს.

26 იანვარს, ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება და "ქართულ ოცნებას" მოუწოდეს, დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა პარლამენტს უფლებამოსილების შესაწყვეტად "პატრიოტთა ალიანსის" წევრებზე ადრე მიმართა. მათ შორის სულ პირველი იყო "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

განხილვის რიგითობის დარღვევა იმას უკავშირდებოდა, რომ პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის სხვა წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ ორ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს და პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG