საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, თითქმის ნახევარი თბილისიდანაა. საქართველოში სულ 17 850 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 4,05 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
- თბილისი - 321,
- აჭარა - 33,
- იმერეთი - 121,
- ქვემო ქართლი - 27,
- შიდა ქართლი - 52,
- გურია - 9,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 78,
- კახეთი - 42,
- მცხეთა-მთიანეთი - 16,
- სამცხე-ჯავახეთი -23,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 19 პაციენტი. ამავე პერიოდში 932-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 256 287 შემთხვევა. მათგან 246 459 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3127 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი