Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საქალაქო სასამართლო განიხილავს ალექსეი ნავალნის დაკავების თაობაზე საჩივარს


ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესის ვიდეოტრანსლიაცია. 2021 წ. 28 იანვარი.
ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესის ვიდეოტრანსლიაცია. 2021 წ. 28 იანვარი.

მოსკოვის საქალაქო სასამართლო განიხილავს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 30 დღე-ღამით დაკავების თაობაზე საჩივარს.

საჩივარში დაცვამ მიუთითა, რომ დაკავების ვადის 30 დღე-ღამემდე გაგრძელების თხოვნით სასამართლოსთვის არავის მიუმართავს და, ამგვარად. გარდა მისა, ჯერ კიდევ პირველ სასამართლოზე იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი ცნობები, რომ ნავალნი ხელისუფლებას ატყობინებდა თავისი მკურნალობის შესახებ. ასევე, დაცვის აზრით, დაირღვა მხარეების თანასწორობა, არ იქნა უზრუნველყოფილი სხდომის საჯაროობა, ადვოკატებს არ უშვებდნენ შინაგან საქმეთა სამმართველოში და არ აძლევდნენ ნავალნისთან საუბრის უფლებას. ადვოკატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებობს შეშფოთების საფუძველი იზოლატორში ნავალნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის თაობაზე.

ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ პირველი სასამართლოს დროს კანონი იმითაც დაირღვა, რომ სასამართლო ხელისუფლებამ უპირატესობა მიანიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს, როცა სასამართლოს სხდომა ჩაატარა შსს-ს, ნავალნის დაპატიმრების ინიციატორის ტერტორიაზე.

„იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებმა სხდომის შესახებ მის დაწყებამდე ერთი წუთით ადრე შეიტყვეს - ამასთან მათ ამის შესახებ შეატყობინა არა სასამართლომ, არამედ პოლიციელებმა,“ განაცხადა ნავალნის ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ.

ნავალნი 17 იანვარს დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში. ის იქ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მკურნალობდა რუსეთში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო. პოლიტიკოსი დააკავეს ძველი საქმის გამო, რომელშიც მას 3,5 წელი ჰქონდა მისჯილი პირობით. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური მოითხოვს, რომ მას ეს სასჯელი რეალური პატიმრობით შეეცვალოს, ვინაიდან, სამსახურის თანახმად, ნავალნი არღვევდა პირობითი პატიმრობის წესებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG