Accessibility links

logo-print logo-print

მედიაჰოლდინგი "იმედი" იყიდება


მედიაჰოლდინგი "იმედი" იყიდება. კომპანია "მედია პროდაქშენ გრუპმა", რომლის 100 პროცენტიანი წილი ინა გუდავაძეს - ბადრი პატარკაციშვილის ცოლს ეკუთვნის, წილის გასხვისებაზე თანხმობა კომუნიკაციების კომისისგან დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მედიაჰოლდინგში ერთიანდებიან და "მედია პროდაქშენ გრუპი" 100-პროცენტიან წილს ფლობს "იმედში", GDS -სა და "რადიო იმედში". მედიაჰოლდინგი წილს ფლობს ტელეკომპანია "მაესტროშიც".

როგორც კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე ითქვა, მედიაჰოლდინგს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია Media Finance Group ყიდულობს, რომლის მფლობელებიც არიან ამერიკის მოქალაქეები: იგორ ალექსეევი, ირაკლი (ოთარ) რუხაძე და ბენჟამენ ალბერტ მარლსონი. რუხაძე ამ დროის მონაცემებით "ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ტელეკომპანია "იმედი" ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბდუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG