ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რატიფიკაცია გაუკეთა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებებს. შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 107-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 36, ხოლოდ 24-მა თავი შეიკავა. რუსეთის წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან საკითხი მათ უფლებამოსილებებს ეხებოდა.
უკრაინა გამოვიდა წინადადებით, უარი ეთქვათ რუსეთის უფლებამოსილებების რატიფიკაციაზე. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარია მეზენცევამ განაცხადა, რომ მოსკოვი განაგრძოს ადამიანის უფლებების დარღვევას, კერძოდ, ანექსირებულ ყირიმში.
ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინას. მიღებულ დოკუმენტში შევიდა ცალკე პუნქტი იმის შესახებ, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებების რატიფიცირება არ ნიშნავს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის აღიარებას.
სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტარებმა რეზოლუციაში რუსეთი გააკრიტიკეს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებისთვის, რომლებიც რუსეთის სამართალს საერთაშორისოზე მაღლა აყენებს. PACE-მ ასევე გააკრიტიკა რუსეთის კანონმდებლობის ცვლილებები არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების შესახებ, აგრეთვე კანონები, რომლებიც ზღუდავს ლგბტ პირების უფლებებს.
PACE-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ.
2015 წელს PACE-მ რუსეთს ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის. 2017 წლიდან რუსეთმა შეწყვიტა ევროპის საბჭოში საწევრო გადასახადების შეტანა და დაიმუქრა, რომ დატოვებს ორგანიზაციას. შარშან 25 ივნისს PACE-მ ხმების უმრავლესობით მიიღო რეგლამენტში შესწორებები და რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას საშუალებას აძლევს, დაუბრუნდეს ასამბლეის მუშაობას. უკრაინისა და საქართველოს დელეგაციები შეეწინააღმდეგნენ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებებს. საპასუხოდ რუსეთის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ რუსეთი დატოვებს PACE-ს, თუკი ასამბლეა ადრე შემოღებულ რაიმე შეზღუდვას მაინც შეინარჩუნებს.
დაწერეთ კომენტარი