Accessibility links

site logo site logo

უკრაინამ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება დაიწყო


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმანკი, რომელმაც 28 იანვარს გამოაცხადა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

უკრაინამ აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კანცელარიის უფროსმა, ანდრი ერმანკმა 28 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინა ყოველ ღონეს იხმარს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ ძალები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც შეეცადნენ ზიანი მიეყენებინათ უკრაინასა და აშშ-ს შორის ურთიერთობისთვის.

„გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა,“ თქვა ერმაკმა უკრაინის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ „მალე ბევრი რამ გახდება ცნობილი“.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 11 იანვარს სანქციები დაუწესა უკრაინის რამდენიმე მოქალაქეს, რომლებსაც ბრალი ედებათ აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში და პრორუსული ორიენტაციის უკრაინელ კანონმდებელთან ურთიერთობებში, რაც კავშირშია აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირეთა მცდელობასთან, მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია ეპოვათ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის შესახებ.

2019 წლის ივლისში ტრამპის მიერ ამის თაობაზე ზელენსკისთვის თხოვნა გახდა იმის მიზეზი, რომ წარმომადგენელთა პალატამ ტრამპი ორ მუხლში ცნო დამნაშავედ. საბოლოოდ ტრამპი სენატმა გაამართლა 2020 წლის დამდეგს. მაგრამ ამ შემთხვევამ დააზარალა მისი ადმინისტრაციის ურთიერთობა კიევთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG