Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის დელეგაციამ მოსკოვში შეხვედრა გამართა რუსეთის წარმომადგენლებთან


თალიბების დელეგაციის ხელმძღვანელი შერ მოჰამად აბას სტანიკზაი. 2019 წ. 28 მაისის ფოტო.
თალიბების დელეგაციის ხელმძღვანელი შერ მოჰამად აბას სტანიკზაი. 2019 წ. 28 მაისის ფოტო.

თალიბანის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა ავღანეთის მთავრობასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე.

თალიბანის წარმომადგენელმა მოჰამად ნაიმმა ტვიტერში დაწერა, რომ თალიბების დელეგაცია, რომელსაც მთავრობასთან მოლაპარკებებში თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენელი, შერ მოჰამად აბას სტანეკზაი ხელმძღვანელობდა, 28 იანვარს შეხვდა ავღანეთის საკითხებში რუსეთის საგანგებო წარმომადგენელს, ზამირ ქაბულოვს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

ნაიმის თქმით, ორმა მხარემ ითათბირა შიდაავღანურ მოლაპარაკებებზე და აშშ-სა და თალიბებს შორის 2020 წელს მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციაზე.

ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეისწავლის შეთანხმებას, რათა დაადგინოს, „ასრულებს თუ არა თალიბანი ნაკისრ ვალდებულებებს, რომ გაწყვიტოს კავშირი ტერორისტულ ჯგუფებთან, შეამციროს ავღანეთში ძალადობა და ჩაერთოს შინაარსიან მოლაპარკებებში ავღანეთის მთავრობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.“

აშშ-თალიბანის შეთანხმების მიხედვით, 2021 წლის მაისის ბოლომდე ავღანეთი ყველა უცხოურმა ჯარმა უნდა დატოვოს. სანაცვლოდ გასამხედროებული ჯგუფისგან უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორისაა კავშირის გაწყვეტა ისეთ ტერორისტულ ჯგუფებთან, როგორიცაა „ალ-ყაიდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG