Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევიდან 285 თბილისიდანაა


საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი თბილისიდანაა. ქვეყანაში სულ 19 311 ტესტი ჩატარდა, საიდანაც დადებითობის მაჩვენებელი 3,3 პროცენტია.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების შემთხვევები ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 285,
  • აჭარა - 40,
  • იმერეთი - 119,
  • ქვემო ქართლი - 41,
  • შიდა ქართლი - 23,
  • გურია - 16,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 79,
  • კახეთი - 49,
  • მცხეთა-მთიანეთი - 6,
  • სამცხე-ჯავახეთი - 10,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 21 პაციენტი. ბოლო 24 საათში 637-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 256 965 შემთხვევა. მათგან 247 096 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 148 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG