Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 თებერვლიდან საქართველოში მოქალაქეების დაბრუნების წესი მარტივდება


საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დაბრუნების წესი მარტივდება. ახალი რეგულაციებით, მცირდება თვითიზოლაციაში გასატარებელი დღეების რაოდენობა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურანავამ განაცხადა.

1 თებერვლიდან ქვეყანაში დაბრუნებულ საქათველოს მოქალაქეს შეეძლება 12 დღის ნაცვლად 8 დღე გაატაროს თვითიზოლაციაში ან კორონავირუსზე PCR ტესტის ჩატარების შემთხვევაში, განმეორებით ჩაიტაროს ტესტი 72 საათში და დატოვოს თვითიზოლაცია.

ბოლოს მოქმედი რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე 12 დღე გადადიოდა თვითიზოლაციაში. შეზღუდვების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს PCR-ს უარყოფითი პასუხის მიუხედავად, 8 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მაინც უწევდა.

შეზღუდვები საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაიწყო.

XS
SM
MD
LG