Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იკლებს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა


საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევიდან, 253 თბილისიდანაა. 29 იანვარს გამოვლენილი შემთხვევებისგან 32-ით ნაკლები. ქვეყანაში სულ 19 989 ტესტი ჩატარდა.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების შემთხვევები ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 253,
  • აჭარა - 44,
  • იმერეთი - 139,
  • ქვემო ქართლი - 29,
  • შიდა ქართლი - 41,
  • გურია - 14,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 72,
  • კახეთი - 47,
  • მცხეთა-მთიანეთი - 14,
  • სამცხე-ჯავახეთი - 20,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 257 632 შემთხვევა. მათგან 248 537 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 159 ადამიანი.

XS
SM
MD
LG