Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ეწინააღმდეგება ბირთვულ გარიგებაზე ახალ მოლაპარაკებებს და მასში ახალი წევრების შეყვანას


ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგები ნათანზის ბირთვულ რეაქტორში.
ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგები ნათანზის ბირთვულ რეაქტორში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 იანვარს უარი თქვა რაიმე ახალ მოლაპარაკებებსა ან ახალი მონაწილეების დამატებაზე თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან გარიგებაში.

ირანის სახელმწიფო მედიას მოჰყავს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, საიდ ხატიბზადეს სიტყვები, რომ „ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება აღარ შეიძლება გახდეს მოლაპარაკების თემა და გარიგებაში მონაწილეთა შემადგენლობა მკაფიოდ განსაზღვრული და უცვლელია“.

ეს კომენტარი მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუშინდელ კომენტარს. მაკრონმა 29 იანვარს თქვა, რომ ნებისმიერ ახალ მოლაპარაკებებში საუდის არაბეთიც უნდა მონაწილეობდეს. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა მანამდე, სანამ ირანს ბირთვული იარაღი ექნება და აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ნებისმიერი ახალი მოლაპარაკებები ძალიან „მკაცრი“ იქნება.

საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG