Accessibility links

site logo site logo

იაპონია საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს, ავსტრია საკარანტინო ზომებს ამსუბუქებს


იაპონია საგანგებო ვითარების გაგრძელებას აპირებს ტოკიოსა და სხვა რეგიონებში. მთავრობა ამგვარად ცდილობს, გაამყაროს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებები.

იაპონია ვაქცინაციის პროცესის დაწყებას თებერვლის ბოლოს გეგმავს, უფრო გვიან, ვიდრე განვითარებული ეკონომიკების უმრავლესობა.

ტარო კონომ, მინისტრმა, რომელიც ვაქცინაციის საკითხებისთვის არის პასუხისმგებელი, ჟუნალისტებს განუცხადა, რომ ვაქცინაციის კამპანია შეიძლება გადაიდოს ევროპის კავშირის მიერ გამოცხადებული ახალი პოლიტიკის გამო, რაც ვაქცინების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები განაგრძობენ იმის კვლევას, თუ როგორ დაიწყო პანდემია ჩინეთში. 2 თებერვალს მათ მოინახულეს ცხოველთა ჯანდაცვის ობიექტი უჰანში. უჰანში ერთ წელზე მეტი ხნის წინ მსოფლიოში პირველად იჩინა თავი ახალი ტიპის კორონავირუსმა.

ავსტრიამ 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ 8 თებერვალს დაიწყებს საკარანტინო ზომების შემსუბუქებას. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების მაჩვენებლები მთავრობის მიერ სასურველად მიჩნეულზე ორჯერ უფრო მაღალია, ხელისუფლება აცხადებს, რომ ანგარიში უნდა გაუწიოს „ლოკდაუნის“ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ შედეგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG