Accessibility links

site logo site logo

მაკო გომური აცხადებს რომ თვალის პროთეზი გაუტყდა და მოითხოვს პრობლემის მოგვარებას


მაკო გომური

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური აცხადებს, რომ 3 კვირის წინ გაუტყდა თვალის პროთეზი და უწევს პირველი პროთეზის გამოყენება, რომლის ტარება მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

„ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად.

მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწიბურებს აფუჭებს და ა.შ სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი - მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები? უბრალოდ მითხარით კი ან არა", - წერს გომური „ფეისბუკზე". როგორც ის აღნიშნავს, ბუნდოვანია, უცხოეთში მისი მკურნალობის გაგრძელების საკითხიც. „ბოლოს ვიყავი არჩევნებამდე, ვიმეორებ - ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ა მ დ ე ! (6 სექტემბერს ჩამოვფრინდი) ექიმმა 3-5 თვეში უკან დამიბარა. ზუსტად 1 თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები", - წერს ის.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს 18 წლის მაკო გომურმა საპროტესტო აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა.

ისრაელის კლინიკებში მკურნალობის გაგრძელების საკითხზე თვეების განმავლობაში ელოდებიან პასუხს 20-21 ივნისის მოვლენების სხვა დაზარალებულები, კობა ლეთოდიანი და დემეტრე ნაყოფია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG