Accessibility links

site logo site logo

მეტრო და ავტობუსი თბილისში 21:00 საათამდე იმუშავებს


8 თებერვალს ამუშავების შემდეგ თბილისის მეტრო და ავტობუსები ბოლო მგზავრს 21:00 საათზე მიიღებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია თბილისის მერიაში მიაწოდეს.

საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდეა გამოცხადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მგზავრს საშვი არ აქვს, ის 21:00 საათზე უკვე სახლში უნდა იყოს. მეტრო მუშაობას 06:00 საათიდან დაიწყებს.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 28 ნოემბრის შემდეგ გაჩერებულია. ტრანსპორტი 8 თებერვლიდან გააგრძელებს მუშაობს, თუმცა შაბათ-კვირას ისევ გაჩერებული იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG