Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უბრუნდება გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს


აშშ აცხადებს, რომ დამკვირვებლის რანგში დაუბრუნდება გაეროს ადამიანის უფლებების მთავარ სააგენტოს, ორწლიანი პაუზის შემდეგ.

"საბჭოს ნაკლოვანებების აღიარების მიუხედავად, ჩვენ ვიცით, რომ ამ უწყებას აქვს პოტენციალი იყოს მნიშვნელოვანი ფორუმი მათთვის, ვინც მსოფლიოს გარშემო ტირანიას და უსამართლობას ებრძვის" - უთხრა აშშ-ის წარმომადგენელმა, მარკ კასიერმა 47 წევრისგან შემდგარ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ჟენევაში 8 თებერვალს.

საბჭოში დაბრუნება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯია მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების შესაცვლელად, რომელმაც ქვეყანა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციიდან და ხელშეკრულებიდან გაიყვანა.

"ბაიდენის ადმინისტრაციას სწამს საგარეო პოლიტიკის, რომელიც კონცენტრირებულია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და თანასწორობაზე" - თქვა კასირმა და დასძინა, რომ ამ ხედვისთვის მნიშვნელოვანი საშუალებაა მრავალმხრივი პლატფორმების გამოყენება.

წინა ადმინისტრაციამ 2018 წლის ივნისში გამოაცხადა, რომ თმობდა თავის ადგილს ადამიანის უფლებების საბჭოში, მას შემდეგ, რაც ამ უწყებას ბრალი დასდო ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებაში, ვაშინგტონის მიერ მოთხოვნილი რეფორმების შეუსრულებლობაში და თავის წევრებს შორის რამდენიმე ავტორიტარული ქვეყნის ყოლაში. საბჭოს წევრებს შორის ამჟამად არიან ჩინეთი, კუბა, ერიტრეა, რუსეთი და ვენესუელა, რომლებსაც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG