Accessibility links

site logo site logo

დავით საგანელიძის ხელფასი შემცირების შემდეგ თვეში 17,7 ათასი ლარი გახდა


"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ჯამური ხელფასი 2020 წელს 212 ათას ლარზე მეტი იყო. დეკლარაციის მიხედვით, მისი ხელფასი წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

2019 წელს მან ფონდიდან 237 ათას ლარზე მეტი მიიღო, 2020 წელს კი - 25 ათასით ნაკლები. გასულ წელს მისი ყოველთვიური ხელფასი, საშუალოდ, 17,7 ათასი ლარი იყო. დავით საგანელიძე დეკლარაციის მიხედვით, რამდენიმე ასეული ათასის ქონებას ფლობს.

დავით საგანელიძე ფონდის ხელმძღვანელად 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე "ქართული ოცნების" სიით პარლამენტის წევრი და 2018 წლამდე კი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო.

2021 წლის ბიუჯეტის "ფისკალური რისკების ანალიზის" მიხედვით, 2019 წელს "საპარტნიორო ფონდის" შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა, თუმცა კომპანიამ 2019 წელი მოგებით დაასრულა.

"მოსალოდნელია, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტალში კომპანია გამოვა რეაბილიტაციის რეჟიმიდან", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

სააქციო საზოგადოება "საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საწარმოა. ის 2011 წელს დაარსდა. ფონდი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ არაერთ ქონებას განკარგავს. მათ შორის არის "საქართველოს რკინიგზა", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG