Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატში გრძელდება დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი


წარწერა კაპიტოლიუმის ფონზე: "დასაჯეთ ან იყავით თანამონაწილე".
წარწერა კაპიტოლიუმის ფონზე: "დასაჯეთ ან იყავით თანამონაწილე".

აშშ-ის სენატში გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავე „ამბოხისკენ წაქეზებაში“ და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც მოჰყვა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს კაპიტოლიუმზე იერიშს.

წარმომადგენელთა პალატის მენეჯერებს, იმავე ბრალმდებლებს, 16-საათი აქვთ საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების წარმოსადგენად. იმავე დროსა და პირობებში წარმოადგენს საკუთარ არგუმენტებს პრეზიდენტის დაცვის მხარე.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 13 იანვარს. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მისი ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ.

XS
SM
MD
LG