Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბაიერნი“ ზედიზედ მეორედ დაეუფლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტულს


ყატარში დასრულდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალში უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, მექსიკის „ტიგრესს, დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით მოუგო ბენჟამინ პავარის მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლით.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ეგვიპტის „ალ-აჰლისა“ და ბრაზილიის „პალმეირასს“ შორის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ეგვიპტელებმა იმარჯვეს - 3:2.

XS
SM
MD
LG